
ცხოვრება მუდმივი საფრთხის ქვეშ და ალტერნატიული ფართის მოლოდინში. ხულოს რაიონის სოფელ უჩხოში არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ თავად ადგილობრივი ხელისუფლება საუბრობს, თუმცა მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის გასახლებას არავინ ჩქარობს.
არადა მიწის დიდი მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, ჩახერგოს მდინარის კალაპოტი, რის შედეგადაც სოფელი მთლიანად დაიტბორება. სეისმურად აქტიურ ზონაში ამ დრომდე 20-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე