ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული 36 წლის ლევან ასლანიშვილია - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტი დაფიქსირდა. სოფელ ერგნეთის მცხოვრები, 36 წლის ლევან ასლანიშვილი ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი. მას საოკუპაციო რეჟიმი არარსებული საზღვრის კვეთას ედავება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის ცხელი ხაზი აამოქმედა და საქმის კურსში ჩააყენა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სუს-ში ამბობენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. 

ოფიციალური ინფორმაციით, ცხინვალის და სოხუმის ციხეებში სხვადასხვა გამოგონილო ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი