მგლების შემოსევა კასპის მუნიციპალიტეტში და გაწყვეტილი ცხვირის ფარა - სოფელ ხოვლეში ხროვამ
ერთ ღამეში ბახტაძეების ოჯახის კუთვნილი 180-მდე ცხვარი დაგლიჯა.
ზარალი თითმის 30 ათასი ლარია, ფერმერი დახმარებას ითხოვს. მიშიკო ბახტაძის თამით, ცხვარი ბანკიდან აღებული სესხით მოიშენა, ახლა კი არ იცის, დავალიანების დაფარვას როგორ შეძლებს.
უკვე ცნობილია, რომ დაზარალებულ ოჯახს არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არ დაეხმარებიან.
მერის წარმომადგენლის თქმით, მიზეზი მცირე ბიუჯეტია, რის გამოც მსგავსი პროგრამა კასპის მერიაში არ მუშაობს. ბაჩო ხუციშვილი ამბობს, რომ სოფლის დახმარება მონადირეების დაქირავებითა და ნადირის ამოღებით შეუძლიათ. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მათ სოფლის მოსახლეობა წერილობით მიმართავს.