"Azimuth Airlines-ი არ იმყოფება აშშ-ს სანქცირებულთა სიაში" | ავიაციის სააგენტოს განცხადება

გამოქვეყნდა:

"ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ავიაციის სააგენტო.

გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ Azimuth Airlines-ის შესახებ არასწორად ინტერპრეტირებულ ინფორმაციას.

ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons list ("SDN List") and all other sanctions lists administered by OFAC) და აღნიშნულის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ოფიციალურ წყაროზე.

ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC) ფიქსირდება როგორც Joint-Stock Company “AZIMUTH AIRLINES”, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ სანქცირებულთა სიაში მოძიებული კომპანია არის „AZIMUT LLC“-ი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ნავიგაციის და საინფორმაციო სისტემების მიმწოდებელ კომპანიას" - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი