
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-სა და 23-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
23-ე კმ-ზე, დილის საათებში, დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა. ხოლო მე-18 კილომეტრზე ადიდების შემდეგ მდინარე რიონი გადავიდა.