"რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს" - პარლამენტთან პირდაპირ ფრენებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

"რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს" - პარლამენტის უკანა შესასვლელთან ახალგაზრდების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. პროტესტის ადრესატი "ოცნების" ხელისუფლება და მისი პრორუსული პოლიტიკაა.

შეგახსენებთ, მოსკოვი-თბილისის პირველ ავიარეისს 19 მაისს ავიაკომპანია "აზიმუტი" შეასრულებს, ხოლო 20 მაისს კი თბილისიდან მოსკოვში გაფრინდება Georgian Airways -ის ბორტი. ავიაკომპანია თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი