
"რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს" - აქციის მონაწილეები პარლამენტიდან Georgian Airways-ის ოფისთან მსვლელობით მიდიან. ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა.
აქციის მონაწილეები ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. პროტესტის ადრესატი "ოცნების" ხელისუფლება და მისი პრორუსული პოლიტიკაა.
შეგახსენებთ, მოსკოვი-თბილისის პირველ ავიარეისს 19 მაისს ავიაკომპანია "აზიმუტი" შეასრულებს, ხოლო 20 მაისს კი თბილისიდან მოსკოვში გაფრინდება Georgian Airways -ის ბორტი. ავიაკომპანია თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს კვირაში შვიდჯერ შეასრულებს.