სანქცირებული ნავთობპროდუქტით დატვირთული რუსული სარკინიგზო ვაგონები ყულევის პორტში. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სკანდალურ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომლითაც დგინდება, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომ ნევტის" კუთვნილი ტვირთი საქართველოშია და ის ქვეყანაში გაყალბებული დოკუმენტებით შემოიტანეს.
ტვირთის მესაკუთრე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის კოტე გოგელიას კომპანია რუსთავ ოილია. გასაჯაროებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ სწორედ ამ კომპანიამ შეცვალა რუსული ტვირთის წარმომავლობა საბუთებში და ახლა საქართველოს გამოყენებით გეგმავს მაზუთის ევროპაში გაყიდვას.