
გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. მცირეწლოვნის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ეს პედიატრის არაკვალიფიციურობის გამო მოხდა.
თავად კლინიკა "გორმედში" კი ამბობენ, რომ ბავშვი კონსულტაციაზე მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს, რის შემდეგაც სტაციონარულ მკურნალობაზე უარი თქვეს და ბავშვი კლინიკიდან წაიყვანეს.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.