სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოთი კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

ახალციხის მუნიციპალიტეტებში ადიგენსა და ასპინძაში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ორ პირს დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას  "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, ორ კაცს ყირიმ-კონგო 15 მაისს დაუდასტურდა. მათგან ერთი დაბა აბასთუმანში ცხოვრობს, მეორე კი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველში.  

მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 5  ფაქტია დადასტურებული. 2023 წელს პირველი შემთხვევა 28 აპრილს დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი