
დღეს დიღმის მასივში მდებარე 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები აქციას გამართავენ. მიზეზი სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია, რომლის დასრულების ვადამაც უკვე სამჯერ გადაიწია. ბავშვები უკვე 2 წელია სხვადასხვა საჯარო სკოლებში სწავლობენ, რაც მათ დისკომფორტს უქმნის. დღევანდელი აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროსგან ადგილზე მისვლას და სარემონტო სამუშაოების დასრულების კონკრეტულ ვადის დასახელებას ითხოვენ.
"2022 წლიდან მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. სამჯერ გადაიდო ჩაბარების ვადა. ახლა უნდა ჩაბარებულიყო 30 აპრილს საბოლოოდ, თუმცა, ჩემი დათვალიერებით სკოლის, სამი დღის წინ ვიყავი, შეუძლებელია. განათლების სამინისტრო საქმის კურსშია. მოვითხოვეთ, მოვიდეს წარმომადგენელი, გაგვესაუბროს, ჩვენთან ერთად დაათვალიეროს სკოლა და გვითხრან, ასეთ პირობებში, როდის დამთავრდება სკოლა. მშობლებს გვაინტერესებს ჩვენი შვილები როდის შეძლებენ სრულფასოვანი განათლების მიღებას", - ამბობს თათია ჯიმშიტაშვილი, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.