ბარით შეიარაღებულმა პირმა ქუთაისის მერიის შუშები ჩაამსხვრია

გამოქვეყნდა:

თავდასხმა ქუთაისის მერიაზე – ბარით შეიარაღებულმა პირმა შენობის შუშები ჩაამსხვრია. ის ადგილობრივ ხელისუფლებას და უწყებაში დასაქმებულებს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

ის ამბობდა, რომ რამდენჯერმე დაწერა განცხადება, ითხოვდა დახმარებას, თუმცა ხელისუფლებიდან არავინ დახმარებია. 

"ბარით ტეხავდა მინას, ხმა გავიგეთ, ავნერვიულდით... დაცვამ მაშინვე წაართვა და გააჩერა", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებმა პირი უკვე დააკავეს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი