ნიკა ერთი წელია რუსული რეჟიმის ტყვეა, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ეშინია აზრის ლიდერების - სოფო ლილუაშვილი

გამოქვეყნდა:

მედია კონფერენციას, სადაც "მთავარი არხის" დამფუძნებლის პატიმრობასა და ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე სხვადასხვა მეთოდებით ანგარიშსწორებაზე მსჯელობდნენ, ცოტა ხნის წინ სოფო ლილუაშვილმა, ნიკა გვარამიას მეუღლემ მიმართა.

სოფო ლილუაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებას დღეს ეშინია არა ოპონენტების, არამედ აზრის ლიდერების, როგორიც ნიკა გვარამიაა. მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც უკვე ერთი წელია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი პატიმრობაშია.

"მე წარმოვადგენ დღეს ნიკა გვარამიას, არა როგორც ჩემ მეუღლეს ამ შემთხვევაში, არამედ ადამიანს, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მედიამენეჯერი და ჟურნალისტია და ამაზე ყველანი ვთანხმდებით მე მგონი. ნიკა ერთი წელია უკვე ყველამ იცის, რომ უკანონო პატიმრობაშია, ერთი წელია ის არის რუსული რეჟიმის ტყვე საქართველოში, რატომ?! იმიტომ, რომ საქართველოს რუსულ ხელისუფლებას დღეს არ ეშინია პოლიტიკური ოპონენტების, ეშინია აზრის ლიდერების, ასე ვთქვათ, და ნიკა ნამდვილად არის უკვე წლებია აზრის ლიდერი საქართველოში. ნიკასავით უნდა მოვიქცეთ და უნდა ვიბრძოლოთ გამბედავად, უნდა წავიდეთ ყველანაირ რისკებზე იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოოდ იმ შედეგს, რა შედეგისთვისაც ჩვენ ყველანი აქ ვიბრძვით, იქნება ეს მედიასაშუალებით, იქნება ეს არ ვიცი, სხვა რაიმე გზით, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ნიკას უნდა მივბაძოთ მის გამბედაობაში და მის რისკიანობაში", - თქვა სოფო ლილუაშვილმა.

ფორუმზე შეკრებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ჟურნალისტები დღეს ამბობდნენ, რომ საქართველოში მედიაგარემო უარესდება, განსაკუთრებით კი ეს ყველაფერი ქვეყანას მას შემდეგ დაეტყო, რაც ნიკა გვარამია პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი