რუსთავში ახლად რეაბილიტირებული ლიფტი ჩავარდა - ენმ

გამოქვეყნდა:

რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ახლად რეაბილიტირებული ლიფტი ჩავარდა. ინფორმაციას "რუსთავი ენმ" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ქალაქ რუსთავში, 21-ე მიკრორაიონის #14 კორპუსში ახლად რეაბილიტირებული ლიფტი ჩავარდა და საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა. 

ქალაქის მერია მეტ პასუხისმგებლობას უნდა იჩენდეს ლიფტების რეაბილიტაციის დროს, რომ მსგავსი გახშირებული შემთხვევები აცილებულ იქნას თავიდან" - წერს "რუსთავი ენმ".

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი