"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ 19 მაისს სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N51-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოები ჩატარდება.
კომპანიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 20 მაისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
- მოსკოვის გამზირს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას, ქინძმარაულის ქუჩას, ჩიხს და I-II შესახვევებს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, იუნკერთა, თეთრი წყაროს და ნადირაშვილის ქუჩებს; ნავთლუღის ქუჩა N10; რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, გორგასლის ქუჩა N50-52; გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.