ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში. სოფელ დიმში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
მასალაში თავდაპირველად ეწერა სასწრაფო დახმარებით მანქანა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია დაზუსტდა, რის გამოც სტატია ჩასწორდა.