
"ვნუკოვოდან" თბილისში გამოფრენამდე, რუსეთის მოქალაქეები სამთავრობო "რიამ" ჩაწერა. ისინი გახარებულები არიან, პირდაპირი ფრენების აღდგენით და ამბობენ, რომ საქართველოში გასართობად მოდიან:
"ძალიან მიხარია, რომ ფრენები აღდგა, ადრე სამი გადაჯდომა გვჭირდებოდა, ახლა თბილისში მოხვედრა მარტივია. ბილეთები მარტივად , სააგენტოს საშუალებით ვიყიდეთ. საქართველოში 5 დღით, გასართობად და ხინკლის საჭმელად მივდივარ" ამბობს ერთ-ერთი რუსი, რომელიც "აზიმუტს" მოჰყვება. რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე კი იმედოვნებს, რომ ვისაც პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება არ გაუხარდა, "მალე გაქრებიან" -"უმრავლესობას გაუხარდა ფრენების აღდგენა, ხოლო ვისაც არ გაუხარდა, მალე გაქრება" ამბობს რუსეთიდან მომავალი მგზავრი .
[თარგმანი "ფორმულა"]