
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალურ შესასვლელთან მობილიზებული პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს აეროპორტში შესვლის საშუალებას არ აძლევს. რუსული ხომალდი თბილისში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. მიმდებარე პერიმეტრი ჯებირებითაა გადაკეტილი.
ადგილზე "დროას" ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტები და ის მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პირდაპირი ავიარეისების აღდგენით ახლა, ქვეყნის ექსპანსია ხდება.
აქტივისტები ოკუპანტებს საპროტესტო ბანერებითა, საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით ხვდებიან.
პირველ რეისს ჩამნოჰყვნენ პრორუსი პროპაგანდისტები ვალერი კვარაცხელია და მერაბ ჭიქაშვილი.