კალაძის მორიგი ტრენდი - 4 მილიონიანი გარე განათების ბოძები კახეთის გზატკეცილზე

გამოქვეყნდა:

კახეთის გზატკეცილზე, თბილისის მერი ჯანსაღ განათების ბოძებს თხრის და შავი ფერის  ბოძებით ანაცვლებს.  დედაქალაქის მერიას მხოლოდ ბოძების და განათების შესყიდვა 4 მილიონ 500 ათასი ლარი დაუჯდა.  ტენდერში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომლის დირექტორიც "ქართული ოცნების" შემომწირველია.

შორენა კიწმარიშვილი სამტრედიიდანაა და "ქართულ ოცნებას" მან 2016 წელს 40 000 ლარი შესწირა, თუმცა კახა კალაძესთან კავშირს გამორიცხავს. კომპანიის ოფიციალურ მისამართზე "მთავარს" საცხოვრებელი ბინა დახვდა.

შორენა კიწმარიშვილს ტელეფონზეც დავუკავშირდით. გვინდოდა გვეკითხა, ხომ არ უკავშირდება მისი კომპანიების მოგებული ტენდერები იმას, რომ ქართული ოცნების შემომწირველია:

რა თქვენი საქმეა ვისი შემწირველი ვარ - უთხრა კიწმარიშვილმა "მთავარს" სატელეფონო კომენტარში

ოფიციალური რეგისტრაციის მისამართიდან კომპანიას სხვა ქუჩაზე მივაკვლიეთ. იქ გვითხრეს, რომ ადგილზე შორენა კიწმარიშვილი არ იმყოფება და ტენდერიც ყოველგვარი კანონის დაცვით მოიგეს. 

ოფიციალურ სატენდერო დოკუმენტაციაში კომპანიას ვადების დარღვევის გამო პირგასამტეხლოც კი დაეკისრა.

რა მიზანს ემსახურება მუშა მდგომარეობაში არსებული გარე განათების ბოძების შეცვლა და რატომ უკავშირდება შესყიდვა ქართული ოცნების შემსყიდველებს - კითხვები აქვთ ოპოზიციაში და საქმეში კორუფციის ნიშნებს ხედავენ. 

კითხვებს ის ფაქტიც იწვევს, რომ ტენდერში მხოლოდ ერთადერთი დოკუმენტის ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მერიამ ის კომპანია დაიწუნა, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. მაშინ როდესაც გამარჯვებულ კომპანიას მერიამ უფლება მისცა ატვირთულ დოკუმენტაციაში არაერთი შესწორება შეეტანა.

ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ ექსპერტებიც და ამბობენ, რომ ეს პროექტი მხოლოდ წინასაარჩევნო პიარია და შედეგზე ორიენტირებული არ არის. 

არავინ იცის საბოლოოდ რა ბედი ეწევა იმ ჯანსაღ განათების ბოძებს, რომელსაც მერია ჭრის და მის ნაცვლად სხვა განათებას აყენებს. როგორც ჩანს, კახეთის გზატკეცილის სიგრძე და მისი მოცულობა სარფიანი გარიგებების კიდევ ერთი ბუდეა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი