რომელი იკვებებით ნორმალურად?... ყავას დალევთ და გარბიხართ, ბავშვებიც თქვენ გიყურებენ - კახაძე დეპუტატებს

გამოქვეყნდა:

"კვება - მივმართავ მოსახლეობას პირველ რიგში და თქვენ, დარბაზში ვინც ხართ და ყველას, ვინც მე მისმენს. მე თქვენ გელაპარაკებით, როგორც ექიმი. რომელი იკვებებით ნორმალურად?. კვების კულტურა არის ნოლი. ხაზს ვუსვამ.

მუცლად მყოფი ნაყოფი 280 დღეს პლიუს მინუს 14 დღე, პერმანენტულად იკვებება მისი საკუთარი ბიოლოგიური პოტენციალის გასაძლიერებლად დედის მეოხებით. დაბადების მერე ექვსჯერად კვებაზე გადადის, მერე ხუთჯერად კვებაზე და მერე ოთხჯერად კვებაზე - საუზმე, სამხარი, სადილი, ვახშამი. ეს არის პირობითი რეფქლექსი, რომელიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ექიმის იერ, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა...

საკვები კალორაჟის 50% უნდა მიიღო დილას , რომელი ღებულობთ ამას? ყავას დალევთ და გარბიხართ, ბავშვებიც თქვენ გიყურებენ"

ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე პარლამენტში, სადაც განათლების მინისტრს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი