
თბილისში, McDonald's-ის მიერ ბილბორდებზე განთავსებული ბანერების შესახებ, განცხადებას აკეთებს თემურ ჭყონია. ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილებით, კომპანია სარეკლამო ბანერებს ჩამოხსნის. მიზეზი მისი შინაარსია.
ირკვევა, რომ მიზანი ბავშვთა დაცვის დღისთვის თანხის შევგროვება იყო, თუმცა ბანერებზე დატანილმა ინფორმაციამ, ბავშვთა შიმშილობის შესახებ უკმაყოფილება გამოიწვია. თემურ ჭყონიას განმარტებით, ეს იყო არასწორი კამპანია, რის გამოც მან ბანერების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ბიზნესმენი ამბობს, რომ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.
"არასწორი მესიჯი იყო. ეს ბილბორდი აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმ პროპაგანდისაგან, რაც UNISEF-თან ერთად უნდა გაგვეკეთებინა პირველი ივნისის დღესთან დაკავშრებით. შეცდომა იყო და ამიტომ ჩამოვხსენით ეს ბილბორდები, რა თქმა უნდა", - თქვა ჭყონიამ.