
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შიდა პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ:
ამასთან ერთად, განცხადებით საია საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს რომ დღეს 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე, გიგა ოთხოზორია მოკლეს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ დღეს 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან გიგა ოთხოზორია მოკლეს. ამ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება და აღნიშნული ევროპული სასამართლოს წინაშე ინდივიდუალური და სახელმწიფოთაშორისი დავის ფარგლებში განიხილება.
რუსეთის ფედერაციის და მის მიერ ეფექტიანად კონტროლირებადი ძალების მიერ ყოველდღიურად მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფონზე თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ ნებართვის გაცემა კიდევ უფრო შემაძრწუნებელი, ღირსების შემლახავია, ვინაიდან წარმოადგენს კონსტიტუციით ცხადად განსაზღვრულ საგარეო კურსთან შეუთავსებელ მოქმედებას. ამის შესახებ, მათ შორის, შეფასებები გააკეთეს სახელმწიფოს სტრატეგიულმა პარტნიორებმაც. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკვე გამოცემული აქვს დაკავების ორდერი, იგი ომის დანაშაულებში ბრალდებულია, ხოლო, რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე ტერორისტულ რეჟიმად, ხოლო სახელმწიფო, ტერორიზმის სპონსორად არის აღიარებული," - წერს საია.
მათივე თქმით, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შემაშფოთებელია, რომ დღეს, 19 მაისს, თბილისის აეროპორტში რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავმა პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.
"მოსკოვი-თბილისის რეისს საქართველოს მოქალაქეები მწვავე პროტესტით დახვდნენ. მშვიდობიან აქციაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 6 პირი.
ცხადად შეცნობადია, რომ სამართალდამცავი ორგანოები დღევანდელ პროტესტზე ნაცვლად კანონის ფარგლებში მოქმედების, ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნდობასა და მშვიდობიან დიალოგზე დაფუძნებული მიდგომისა, კვლავ მიმართავდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკას, რომელიც არის სახელმწიფოს იარაღი, შეავიწროვოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებისთვის სივრცე განურჩევლად ყველასთვის, ვინც კრიტიკულ აზრს აფიქსირებს," - წერს ორგანიზაცია.