ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველო რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა - RIA

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდისტული მედია RIA Novosti წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აღადგინა, საქართველო რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი გახდა.

ამის შესახებ მედიას ბილეთების დაჯავშნის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

"საქართველო, რომლის მიმართულებითაც პირდაპირი ფრენები აღდგა, თურქეთის შემდეგ, რუსეთიდან ყველაზე პოპულარულ უცხო ტურისტულ მიმართულებად იქცა. ივნისში მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისი ერთი მიმართულებით 21,6 ათასი რუბლიდან ღირს", - აცხადებენ სამსახურში.

ცნობისთვის, 15 მაისიდან რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აღადგინა. გუშინ, 19 მაისს მოსკოვიდან საქართველოში უკრაინის მიერ სანქცირებული რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" პირველი ფრენა შეასრულა. რუსულ თვითმფრინავს საქართველოს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. დღეს, 20 მაისს კი თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა ჰქონდა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი