ლავროვის ოჯახის კომფორტს კახეთში, ქართული პოლიცია იცავს - არსებული ინფორმაციით, მობილიზებულია გდდ-იც

გამოქვეყნდა:

რუსული ქორწილი კახეთში - სერგეი ლავროვის სანქცირებულ ოჯახს პოლიცია იცავს.

"მთავარი არხის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ოკუპანტების მასპინძელ ორივე სასტუმროსთან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო კომპლექსის Kvareli Lake Resort-iის შიდა პერიმეტრზე შსს-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც შეიყვანა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილი ეკატერინა ლავროვა მეუღლე ალექსანდ ვინოკუროვთან ერთად უკვე მესამე დღეა საქართველოში იმყოფება. 

ოკუპანტების ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზი ეკატერინა ლავროვას ქმრის ძმის ქორწილია, რომელიც 3 დღეა გრძელდება. 

ყვარელი "ლეიქ რიზორტში" ოკუპანტებს საზეიმოდ დახვდნენ, ქართულად უცეკვეს და ქართული კერძებითაც გაუმასპინძლდნენ. დღეს კი დილიდან ლავროვის ოჯახის საფინალო ქეიფისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ოკუპანტების კომფორტს იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც. 

სასტუმროს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და ენმ-ის წარმომადგენლები.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი