ხმაური და საპროტესტო შეძახილები ყვარელში - ოკუპანტები "ახაშენიდან" ყვარლის ტბის სასტუმროში მიკროავტობუსებით გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებმა "ახაშენის" სასტუმროდან "ყვარელი ლეიქ რიზორტში" გადაინაცვლეს. საქართველოში, ქორწილისთვის ჩამოსული ლავროვის ოჯახის წევრები და მათი სტუმრები დღეს იქ ქორწილს მართავენ.

სტუმრების ნაწილი ახაშენიდან ყვარლის ტბის სასტუმროში მიკროავტობუსებით გადაიყვანეს. მათ იქ საქართველოს მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციონერები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.

რუსეთიდან ჩამოსულების ნაწილი სასტუმრო "ახაშენში" იმყოფებოდნენ, რადგან "ყვარელი ლეიქ რიზორტმა" ყველა ვერ დაიტია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი