ყვარლის ტბის სასტუმროს შესასვლელთან გდდ-ის თანამშრომლები ჩააყენეს - ისინი შლაგბაუმთან არიან მობილიზებული და რუსი სტუმრების უსაფრთხოებასა და კომფორტს იცავენ.
გდდ პერიმეტრზე მას შემდეგ განლაგდა, რაც ახაშენის სასტუმროდან, სტუმრების ნაწილი "ყვარელი ლეიქ რიზოტრში" მიკროავტობუსებით გადაიყვანეს. მათ იქ გამოჩენას ადგილზე მყოფი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. მიკროავტობუსებს სამოქალაქო აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს.