"რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება" - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

"რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!" -  რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. 

 მოქალაქეები დღეს პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსეთთან ავიამიმოსვლას და ეტყვიან ხელისუფლებას, რომ საქართველოს ურყევი არჩევანი არა რუსეთი, არამედ ევროპაა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნატა ფერაძის განცხადებით, აუცილებელია კოორდინაცია სამოქალაქო და პოლიტიკურ პარტიებს შორს, იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები იყოს შეთანხმებული. მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე გაჟღერდება მთავარი მოთხოვნა - რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმება და სავიზო რეჟიმის შემოღება.

აქციაზე იქნება სიტყვით გამოსვლებიც.

ცნობისთვის, 15 მაისიდან რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აღადგინა. გუშინ, 19 მაისს მოსკოვიდან საქართველოში უკრაინის მიერ სანქცირებული რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" პირველი ფრენა შეასრულა. რუსულ თვითმფრინავს საქართველოს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. დღეს, 20 მაისს კი თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა ჰქონდა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი