რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერება და ყვარელში დაკავებულების გათავისუფლება - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები დაასახელეს

გამოქვეყნდა:

რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერება და დღეს, ყვარელში დაპატიმრებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება  - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მოთხოვნები დაასახელეს. 

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი აპროტესტებენ ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის იზოლაციას ცდილობს და ევროპის არც ერთ ქვეყანაში რუსული ხომალდები არ დაფრინავენ.

შეგახსენებთ, ყვარელში, ყვარლის სასტუმროს ტერიტორიაზე დღეს მთელი დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო. ადგილზე მყოფები ლავროვის სანქცირებული შვილისა და ოჯახის წევრების საქართველოში ყოფნას აპროტესტებდნენ. ბოლო მონაცემებით, პოლიციამ 16 პირი დააკავა.

დაკავებულია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი