თბილისში 3 581 აბონენტს გაზი დაახლოებით 21 საათით შეუწყდა
გამოქვეყნდა:
თბილისში მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დაახლოებით 21 საათით შეუწყდა. კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 3 581 აბონენტს.
გაზის მიწოდება სამგორსა და სანზონაში 20 მაისს 20:30 საათზე შეწყდა და 21მაისს 18:00 საათზე აღდგება.