ლაგოდეხში სტიქიაა - მსხალგორში სახლები დაიტბორა, მოსახლეობა ღია ცის ქვეშ დარჩა

გამოქვეყნდა:

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - სოფელ მსხალგორში უმძიმესი მდგომარეობაა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სასოფლო სამეურნეო. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი წყალი პირდაპირ ეზოებსა და სახლებში შევარდა. ხალხი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ღამე გარეთ იყო გამოსული, რადგან სახლში გაჩერება სახიფათოა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრო არხებმა წყალი ვერ გაატარა. სოფლის ხანშიშესული მცხოვრების თქმით, მას, სოფელ მსხალგორში ასეთი სიძლიერის სტიქია არ ახსოვს. 

როგორც ადგილობრივები "მთავარს" ინფორმაციას აწვდიან, მსხალგორში გვიან ღამემდე გადაუღებლად წვიმდა. მათივე ცნობით, ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობას დღეს, 4 აგვისტოს დაიწყებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი