
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მძღოლმა და ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი : ია გულიაშვილი