
საქართველოს რკინიგზამ 200 ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 35 მილიონ 600 ათასი ლარია.
ტენდერის აღწერა მოცემულია ქართულ და რუსულ ენებზე, რაც ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ტენდერი, განკუთვნილია რუსული კომპანიებისათვის და რუსული პროდუქციის შეძენისათვის.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან, ათეულობით მილიონი ლარი სწორედ ოკუპანტ ქვეყანაში გადაირიცხოს, ხოლო რუსეთთან ფრენების აღდგენას, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც მოჰყვეს.