ხონში ძაღლს, რომელმაც 3 ბავშვი დაკბინა ცოფი დაუდასტურდა - მას შეხება კიდევ 12 პირთან ჰქონდა

გამოქვეყნდა:

ხონში მიუსაფარმა ძაღლმა სამი ბავშვი დაკბინა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, დღეს კი ცხოველს ცოფი დაუდასტურა. ბავშვებს შესაბამისი მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში გაუწიეს, ისინი უკვე სახლებში არიან.

ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ გარდა დაკბენილი ბავშვებისა ცხოველს შეხება 12 პირთან ჰქონდა. უწყებაში ამბობენ, რომ მათთან კომუნიკაცია მიმდინარეობს.

"კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა ჩატარდა, ჯერ კიდევ გრძელდება კვლევა. იწყებენ და დაწყებული აქვთ ანტირაბიული მკურნალობა კონტაქტში მყოფ პირებს", - თქვა ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.

დაკბენილი ბავშვებიდან ორი ხონიდანაა, ერთი კი სამტრედიიდან. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი