ავტოსაგზაო შემთხვევა კასპში - გაჩერებულ მიკროავტობუსს საპირისპირო მხრიდან მომავალი მიკროავტობუსი შეეჯახა. "მთავარ არხს" თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად 8 მგზავრი დაშავდა.
ავარია რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.