ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი 1 600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა.
უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.
როგორც სამინისტრო განმარტავს, რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან.
იხილეთ მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აქ.