ხონში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა, - ამის შესახებ ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არსებული ინფორმაციით, ხონის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ძაღლმა სამი ბავშვი დაკბინა. შემთხვევა 18 მაისს მოხდა, დღეს კი ცხოველის ლეშს ცოფი დაუდასტურდა.
დაკბენილ ბავშვებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ, თუმცა ერთ ბავშვს, სხვა დაავადების გამო, იმუნიტეტის ასამღლებელი პრეპარატი ვერ გაუკეთდა.
ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.