გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ცხენისწყალში ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნდა:
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ცაგერთან ცხენისწყალში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, ლენტეხში გაუჩინარებულ 34 წლის ახალგაზრდას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.