
ფოთის საბაჟო ტერმინალის დახურულ ზონაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სატვირთოში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინია აღმოჩენილი. სავარაუდოდ სატვირთო ირანულია და ნარკოტიკი იქ სხვა ტვირთთან ერთად აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, რითი იყო დატვირთული სატრანსპორტო საშუალება.
როგორც შსს-მ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები.
ავტორი: ემა გოგოხია