
სამცხე–ჯავახეთში ყირიმ-კონგოს მეექვსე შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ერთ საეჭვო შემთხვევას კი ლაბორატორიულად იკვლევენ - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, ყირიმ-კონგო 18 მაისს ახალციხის სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ, 43 წლის ქალს დაუდასტურდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 5 ფაქტია დადასტურებული. 2023 წელს პირველი შემთხვევა 28 აპრილს დაფიქსირდა.