დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ახალი რექტორი უნდა აირჩიოს. სულ კენჭისყრაში სამი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორისაა პლაგიატში მხილებული მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე.
ცირა ბარამიძე, რომელიც რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია, ამბობს, რომ არჩევნების თარიღი კანონდარღვევით ჩაინიშნა და მოქმედი რექტორის მხრიდან გარკვეულ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი.
ამას გარდა, თსუ-ს პედაგოგების თქმით, შარვაშიძეს არ აქვს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება , რადგან მისი სადისერტაცო ნაშრომი პლაგიატს შეიცავს.
გასაუბრება რექტორობის კანდიდატებთან უკვე დაწყებულია. თითოეული კანდიდატი აკადემიურ საბჭოსთან ერთსაათიან გასაუბრებას გაივლის, ხოლო რექტორის ვინაობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მტკიცებით, არჩევნები არანაირი დარღვევით არ ტარდება და ყველა კანონი დაცულია.
ყველა ნაბიჯი, რაც კი გადაიდგა ამ არჩევნების პერიოდში, არის იმ პროცედურების დაცვით, რისი დაცვაც ევალებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტს, - ამბობს თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნატა ასათიანი.
კანდიდატებთან გასაუბრება zoom-ისპლატფორმის გამოყენებით გაიმართება, არჩევნების შედეგები კი ძალაში 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის თარიღიდან შევა.
რექტორობის კანდიდატები არიან:
რექტორობის კანდიდატებს საზოგადოებისთვის უნივერსიტეტის განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება მოუწიათ, რომლებიც თსუ-ს ვებგვერდზეა განთავსებული.
გიორგი შარვაშიძე საკუთარ გეგმაში ყურადღებას უნივერსიტეტის საერთაშორისო ასპარეზზე დაწინაურებაზე ამახვილებს. გიორგი ბარამიძე კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას აკადემიურ კეთილსინდისიერებას ანიჭებს მაშინ, როდესაც მოქმედი რექტორი პლაგიატშია დადანაშაულებული. რაც შეეხება ცირა ბარამიძეს, იგი სისტემურ ცვლილებებსა და უნივერსიტეტის ავტონომიაზე აკეთებს აქცენტებს.