ბათუმში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს

გამოქვეყნდა:

"ვცოცხლობთ, ვსუნთქავთ და ვკვდებით საქართველოსთვის" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა, ამ ფორმით, მოსკოვი-თბილისს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორები, ქუჩაში გამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად, ქვეყანაში რუსების მასობრივ შემოდინებასაც ასახელებენ. ისინი ხელისუფლებას გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის პოზიცია საზოგადოების პოზიციას არ ასახავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი