თავისუფლება ნიკა გვარამიას, გადაარჩინე მიშა, არა რუსულ ხელისუფლებას... - 27 მაისს ევროპარლამენტთან ქართველი ემიგრანტები შეიკრიბებიან

გამოქვეყნდა:

27 მაისს ბრიუსელის დროით 16 საათზე, ქართველი ემიგრანტები ევროპარლამენტთან შეიკრიბებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქ ჯგუფ თაობები ქვეყნისთვის - ვრცელდება:

"27 მაისს ბრიუსელის დროით 16 საათზე შევიკრიბოთ ყველა გულმხურვალე ქართველი ევროპარლამენტთან მისამართზე: place du Luxembourg, bruxelles.
შევიკრიბოთ ოჯახებით რათა ბავშვებს გავაგებინოთ, რომ ქართველობა ვალდებულებაა და არა სადღეგრძელოს თქმა, ვაჩვენოთ მაგალით შვილებს თუ როგორ ვიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს.
ყველამ თქვენი ხელით დაწერეთ ფურცელზე თქვენი მოთხოვნა რისი მიტანაც გსურთ ევროინსტიტუციებში. დაწერეთ ის მოთხოვნები რაც თქვენი აზრით ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. 
იქნება ეს თავისუფლება პოლიტპატიმრებს. თავისუფლება ნიკა გვარამიას, გადაარჩინე მიშა, არა რუსულ ფრენებს, არა რუსულ ხელისუფლებას, ევროპა ჩვენი სახლია და.ა.შ.
მეგობრებო,  დროა ქართულმა ემიგრაციამ ვაჩვენოთ მაგალითი საქართველოში მცხოვრებ ქართველებს თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ქუდზე კაცს გელით 27 ში 16 საათზე ევროპარლამენტთან ოჯახებით." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 27 მაისს აქცია თბილისშიც იმართება. ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის ინიციატივითა და ორგანიზებით, მოქალაქეები ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბებიან და სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში გამოსვლის წინ, კიდევ ერთხელ შეახსენებენ იმ ქმედით ნაბიჯს, რომელიც მან 12 რეკომენდაციის შესასრულებლად უნდა გადადგას - ნიკა გვარამიას შეწყალებას.    

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი