მოძრაობა "სირცხვილია" აცხადებს, რომ ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია. "სირცხვილია" ფოტომასალასაც ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, რომ სავარაუდოდ ანსამბლის კუთვნილ ავტობუსს აქტივისტებმა საღებავები შეასხეს და სხვადასხვა წარწერები გაუკეთეს.
"ანსამბლი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი “რუს მეომარს” მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს", - წერს მოძრაობა.