ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა

გამოქვეყნდა:

ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა. ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობითბავშვს სიმპტომები ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველის ჭამის შემდეგ გამოუვლინდა. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ცნობისთვის, ბრუცელოზი ადამიანზე დაავადებული პირუტყვის ხორციდან და რძის ნაწარმიდან გადადის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი