ტანას ხეობაში ბიზნესმენებს კანონიერად მოპოვებულ ხე-ტყეს პოლიციელები ართმევენ

გამოქვეყნდა:

მუქარა, ტერორი და უკანონო საპოლიციო ღონისძიებები - ტანას ხეობაში ხე-ტყის გადამამუშავებლები სამართალდამცველებს სავარაუდო დანაშაულებრივ სქემაში ამხელენ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით,  ბიზნესმენებს კანონიერად მოპოვებულ ხე-ტყეს პოლიციელები ორგანიზებულად ართმევენ და სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მასალით დატვირთული სატვირთო მანქანები საჯარიმოზე გადაჰყავთ.

პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება, მანქანები საჯარიმოზე თვეები დგას, რაშიც ბიზნესმენებს დამატებით ფულს ახდევინებენ. 

არსებული ინფორმაციით,  მაღალჩინოსნები, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს ტერორში ადანაშაულებენ  ლუკა ბეთლემიძე და სერგო ჟამერაშვილი არიან.

"აუქციონზე ნაყიდი ხე -ტყე რაც არის გამოდის, ელექტრონულ აუქციონზე  და ვყიდულობთ იმის გადაადგილება გვიჭირს, რომ უბრალოდ საამქრომდე მოვიტანოთ, გადავამუშაოთ და სარგებელი მივიღოთ. ხელს გვიშლის ხიდისთავის სამმართველო, გვეუბნება, რომ უნდა გადავიყვანოთ საჯარიმოზე  გადამოწმების მიზნით, არც გარემოს დაცვის სამსახურს არ  ურეკავენ.. ჩემი მანქანა უკვე ერთ თვეზე მეტია  გაჩერებულია, კონტაქტზეც არ გამოდიან" - ამბობს  ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი

ხიდისთავის პოლიციაში კი აცხადებენ, რომ ამ თემაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.  რაც შეეხება საჯარიმოზე გადაყვანას შსს-ს წარმომადგენლის თქმით, მანქანა საჯარიმოზე არა მათ, არამედ გარემოს დაცვის სამსახურს გადაჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი