ისრაელში, გასტროლზე წასული ანსამბლ “ხორუმის” სამი წევრი ბათუმში აღარ დაბრუნდა - TV25

გამოქვეყნდა:

ისრაელში, ანსამბლ “ხორუმის” სამი წევრი გაუჩინარდა. TV25-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ისინი საქართველოში დაბრუნებას არ აპირებენ და თავის დროზე ბათუმიდანაც ამ მიზნით წავიდნენ. TV25 წერს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხუთმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა, მათ შორის სამთავრობო წყაროებმაც დაუდასტურეს.

ფაქტის გადამოწმების მიზნით, გამოცემა 24 მაისს, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ანსამბლის წევრებთან ერთად იყო. TV25-მა თამარ გუდავას ფაქტის დამადასტურებელი ფოტო მოსთხოვა, თუმცა შეტყობინების ნახვის მიუხედავად, გუდავამ მათ აღარ უპასუხა.

TV25-ის გადამღები ჯგუფი ანსამბლის წევრებსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს აეროპორტში ამ წუთებში ელოდება. აეროპორტში იმყოფება "ხორუმის" ადმინისტრატორი, რომელიც სხვა რეისით ჩამოფრინდა. ლილი ვარშანიძემ სამი ხელოვანის ისრაელში დარჩენის ფაქტი დაადასტურა.

ცნობისთვის, იერუსალიმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც აჭარიდან მრავალრიცხოვანი დელეგაცია ესწრებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი