
თბილისში 11 150 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ვაზისუბნის, ისნის, სამგორისა და ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილს.
მათი ცნობით, ბუნებრივი აირი 24 მაისს 13:45 საათზე შეწყდა და 25 მაისს 21:00 საათზე აღდგება.