საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუარესდა - 2022 წლის ანგარიში

გამოქვეყნდა:

რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოქვეყნდა, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, ასევე რელიგიური გაერთიანებების თანასწორობის მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემები მოუგვარებელია და წლების განმავლობაში სახელმწიფოს კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად არაფერი გაუკეთებია.  

დღეს ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების  მდგომარეობაზე.  

ღონისძიებას რელიგიური გაერთიანების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"რელიგიის რწმენის თავისუფლების საკითხი არ არის პროგრესირებადი შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის რეგრესირებადი. პირველი პრობლემა რაც შემიძლია ვთქვა ის არის რომ, სახელმწიფო სტრუქტურებისა და უმაღლესი პირების მესიჯები, რომ სახელმწიფოს სიძლიერე დამოკიდებულია არა სახელმწიფო სტრუქტურებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე, არამედ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი რელიგიის ირგვლივ, რომელიც მოიტანს სახელმწიფოს ძლიერებას". - თქვა საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორმა, ზაალ ტყეშელაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი