ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა, საპატრიარქომ წერილი არ გაასაჯაროვა - მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

გამოქვეყნდა:

მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ცნობით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღეზე მისალოცი წერილი გაუგზავნა.

"ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღეზე მიტროპოლიტ ნიკოლოზის გარდა მისალოცი წერილიც გაუგზავნა.
საპატრიარქომ კირილესადმი გაგზავნილი მისალოცი წერილი არ გაასაჯაროვა.
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა დაადასტურა რომ მოსკოვში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იმყოფება." ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ უარყო მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან კავშირი და განაცხადა, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი რუსეთში  კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი