
მეუფე ნიკოლოზის მოსკოვური წირვა-ლოცვა. ახალქალაქის მიტროპოლიტი რუსეთის პატრიარქის ანგელოზის დღის აღსანიშნავად რუსეთში ჩავიდა. კადრები, რომლებიც სინოდის წევრებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა, დღეს გავრცელდა.
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მოსკოვის საკათედრო ტაძარში რუსეთის პატრიარქთან და სხვა მაღალ იერარქებთან ერთად საზეიმო ლოცვაში მონაწილეობს და წირვას ქართულად აღავლენს. უფრო მეტიც - მეუფე იძლებული გახდა რუსეთის პატრიარქისგან რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართული სამადლობელი სიტყვებიც კი მოესმინა.
მიტროპოლიტი განმარტავს, რომ ეს მისი კერძო ვიზიტი იყო, რომლის შესახებაც სინოდმა არაფერი იცოდა.
ავტორი: საბა ბუაძე